воскресенье, 25 апреля 2010 г.

1.პროექტის სახელი: წყალი 2.პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები შეისწავლიან მდ. ხრამს,რუსთავის წყალმომმარაგებელი სათავე ნაგებობისა და ავზების მდგომარეობას წყლის ფილტრაციის ეტაპებს. დაათვალიერებენ და შეისწავლიან რუსთავწყალის ლაბორატორიაში წყლის ანალიზს. მოიპოვებენ ინფორმაციას ქალაქში წყალგაყვანილობის სისტემების შესახებ.
3. პროექტის სრული აღწერა: მოიძიე ინფორმაცია რუსთავის სასმელი წყლის ხარისხის შესახებ (წყლის სიხისტე, მიკროორგანიზმემის შემცველობა,მექანიკური მინარევები) შეისწავლე მდ. ხრამის გეოგრაფიული მდგომარეობა, რუკის საშუალებით დაადგინე რა შენაკადები აქვს ხრამის წყალს, შეისწავლე იმ ნიადაგების სტრუქტურა,(დაურთეთ ჰიდროლოგიური დანიადაგების რუკა)რომელსაც გაივლის მდინარე სათავიდან წყალსაცავამდე. დაადგინეთ გასუფთავების რა ეტაპებს გადის წყალი წყალსაცავიდან– მომხმარებლამდე. დაადგინე წყლის რა მაჩვენებლები დგინდება ქიმ. ლაბორატორიაში. შეადარე რუსთავის წყლის სიხისტე თბილისის წყლის სიხისტეს. დაადგინე ამ მაჩვენებლებს შორის განსხვავების მიზეზები. მოიძიე ინფორმაცია რუსთავის წყალგაყვანილობის სისტემის შესახებ. რამდენად განსაზღვრავს რუსთავის წყლის სპეციფიურ სუნსა და გემოს ამორტიზირებული წყალგაყვანილობის სისტემა. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე გააკეთეთ დასკვნები: რა განაპირობებს რუსთავის წყლის მაღალ სიხისტეს და სპეციფიურ გემოს. დასახეთ გზები ამ პრობლემის მოსაგვარებლად
მოსწავლეთა ასაკი: 15 –16 წლის
პროექტის ხანგრძლივობა: 2010 წლის სექტემერი – ნოემბერი
პროექტის შესაძლო აქტივობები:ინფორმაციის მოპოვების, კომუნიკაციის დამყარების, ქიმ. ანალიზის ჩატარების, რუკებზე მუშაობის, მსჯელობისა და მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის უნარების განვითარება
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შექმნიან ვებ გვერდს, სადაც მოათავსებენ თავიანთი კვლევის შედეგებს და დასახავენ გზებს წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად
სასარგებლო სხვებისთვის: პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები უკეთ გაარკვევენ წყლის ხარისხსდა მისი გაუმჯობესების გზებს
სამუშაო ენა: ქართული, რუსული
კავშირი სხვა საგნებთან: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში
მონაწილეობა სხვა სკოლებთან:
პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა:mananamindia@gmail.com
პროექტის ბლოგი: www.cklisxarisxi.blogspot.com